შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ორივე პირი ბაგრატიონისა და ჯავახიშვილის ქუჩების კვეთაზე დააკავეს. ჰაჯი ჯ-ს პირადი ჩხრეკისას 63 აბი, ხოლო მანუჩარ კ-ს პირადი ჩხრეკისას 5 აბი ნარკოტიკული საშუალება “ექსტაზი” ამოიღეს.
ნარკოლოგიურმა შემოწმებამ დაადგინა, რომ ორივე ბრალდებული დაკავებისას ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.
გამოძიება ჰაჯი ჯ-ს მიმართ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა–გასაღების ფატზე (სსსკ-ის 260-ე მუხლის, მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით), ხოლო მანუჩარ კ-ს მიმართ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ფატზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით).