მათი განცხადებით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მელექედურის მაჟორიტარმა დეპუტატმა ” ქრისტიან დემოკრატებიდან”, ავთანდილ ხინთიბიძემ აღნიშნული პარტია დატოვა და ” საქართველოს პატრიოტთა ალიანსს” შეუერთდა. ის ამჯერად საკრებულოში ახალ პარტიას წარმოადგენს.
“გურია ნიუსის” ინფორმაციით,” საქართველოს პატრიოტთა ალიანსი” ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ფრაქციას ამ დღეებში შექმნის. პრესკონფერენციაზე ჩამოვიდა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო სურების მკვიდრი რომან ჯულაყიძე, რომელიც ასევე ჩოხატაურის საკრებულოში მაჟორიტარი დეპუტატია და იქ ამჟამად ” საქართველოს პატრიოტთა ალიანსს” წარმოადგენს,
_ ჩემი მოსაზრებით, ერთადერთი პარტია, რომელსაც შეეძლება ნორმალურად დააყენოს რაღაცა საკითხები და ობიექტური იქნება, არის “ალიანსი”. მე გადავწყვიტე დავტოვო “ქარისტიან დემოკრატები” და შევუერთდე ” საქართველოს პატრიოტთა ალიანსს”, _ თქვა ავთანდილ ხინთიბიძემ.