ქალაქ სავრანში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე ჩვენმა ძიუდოისტებმა გუნდური პირველი ადგილი დაიკავეს უკრაინის, ბელორუსიის, მოლდოვის და რუსეთის გუნდებს შორის. წონითი კატეგორიის მიხედვით ჩემპიონები და პრიზიორები გახდნენ:
42 კილოგრამ კატეგორიაში – დავით ჭანტურია, 46 კილოგრამ წონით კატეგორიაში – როზანი კვანჭიანი, 50 კგ – ნიკა კუტალია და 60 კგ – ზუკა ხაზალია. მესამე ადგილზე 55 კილოგრამ წონით კატეგორიაში გავიდა გიორგი ჩიქოვანი. 46 კგ. წონით კატეგორიაში მეორე ადგილი დაიკავა კლიმენტი საჯაიამ.
რაც შეეხება “ზატოკის თასს”, აქ მონაწილეობას იღებდნენ დნესტრისპირეთის, რუსეთის, უკრაინის, აზერბაიჯანის, მოლდოვისა და ბელორუსიის გუნდები. ჩვენმა ძიუდოისტებმა აქაც ისახელეს თავი და ასაკის მიხედვით ამ ტურნირზეც მოიპოვეს სხვადასხვა ხარისხის მედლები.
ჩემპიონები გახდნენ: 46 კგ წონით კატეგორიაში – კლიმენტი საჯაია, 50კგ. – როზან კვანჭიანი და 55კგ. წონით კატეგორიაში – ნიკა კუტალია. პრიზიორები გახდნენ: ზუკა ხაზალია – 60 კგ. წონით კატეგორიაში, რომელმაც მეორე ადგილი დაიკავა, 65კგ. წონით კატეგორიაში პრიზიორი გიორგი ჩიქოვანი გახდა.
გუნდთან ერთად, ტურნირზე, უკრაინის ძიუდოს ფედერაციის მიერ, მოწვეული იყო ზუგდიდის გამგებლის მოადგილე გურგენ სართანია. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ორი ქვეყნის ქალაქები დამეგობრდებიან, აგრეთვე, ერთმანეთს გაუზიარებენ სპორტულ გამოცდილებას.
გუნდს მატერიალური უზრუნველყოფა გამოეყო ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის ედიშერ თოლორაიას და გამგებლის მოადგილის გურგენ სართანიას ძალისხმევით. გუნდი შეჯიბრებისთვის მოამზადეს მწვრთნელებმა დავით კვაშილავამ, მერაბ ფიფიამ და სოსო სანაიამ. გუნდს ხელმძღვანელობდა სამეგრელო-ზემო სვანეთის ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი ბადრი გახოკიძე.