ნიდერლანდების სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრის ფრანს ტიმერმანსისა და ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს ვიცე-პრემიერისა და საგარეო საქმეთა და მიგრაციის მინისტრის ჟან ასელბორნის ვიზიტი საქართველოში.
5 სექტემბერს 19.50 საათზე ბენილუქსის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები შეხვედრას გამართავენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან მაია ფანჯიკიძესთან. მინისტრთან შეხვედრის შემდეგ გაიმართება ერთობლივი პრესკონფერენცია.
ბენილუქსის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ასევე შეხვდებიან საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს, პრემიერ-მინისტრს ბიძინა ივანიშვილსა და აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებს. ასევე დაგეგმილია დელეგაციის წევრების შეხვედრა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან, _ იუწყება საგარეო საქმეთა სამინისტრო.