როგორც ტურნირის ორგანიზატორმა და ჭადრაკის მწვრთნელმა ნუგზარ გვარჯალაძემ გვითხრა, ტურნირში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს შეეძლება, განურჩევლად ასაკისა. მისი თქმით, საინტერესო იქნება ტურნირში ოზურგეთელი და ჩოხატაურელი მოჭადრაკეებიც თუ ჩაერთვებიან.
_ გამარჯვებულებს გადაეცემათ სპეციალურად დაწესებული პრიზები, _ გვითხრა ნუგზარ გვარჯალაძემ.
გურამ წილოსანის ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალური ტურნირი 1991 წლიდან ყოველწლიურად ტარდება.