ცენტრის ცნობით მოსალოდნელია ძლიერი წვიმა, სეტყვა, რასაც მეწყერი და ღვარცოფი მოყვება.
შესაბამისმა უწყებებმა მოსახლეობა გუშინ გააფრთხილეს, მაგრამ, დღეს, დღის პირველ ნახვერაში, ცაზე გამოჩენილმა მზემ შეშფოთება ჩააცხრო. თუმცა, დაახლოებით ნახევარი საათის წინ, გურიაში წამოსულმა ძლიერმა წვიმამ და ქარმა ვნებათაღელვა გამოიწვია. მოსახლეობა მაღაზიებს სანთლის საყიდლად მიადგა. როგორც ქალაქის რამდენიმე სუპერმარკეტში გვითხრეს, ბოლო ერთი საათის განმავლობაში სანთლებზე მოთხოვნილება გაიზარდა.
მზადყოფნაშია გურიის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური. როგორც სამსახურის ხელმძღვანელმა, შალვა ბოლქვაძემ გვითხრა, ჯერჯერობით შეტყობინება არ შესულა:
_ მთელი პირადი შემადგენლობა მობილიზებულია და ყველა შეტყობინებაზე მოხდება რეაგირება. საბედნიეროდ, ამ ეტაპზე არცერთი გამოძახება არ გვაქვს.
_ ბატონო შალვა, რამდენიმ დღის წინ, არცთუ დიდი მაშტაბის სტიქიასთან გამკლავება გაგიჭირდათ, რადგად საკმარისი ჯგუფები არ გყავდათ. თუ გავითვალისწინებთ, რომ გურიას ურეკი, შეკვეთილი, გრიგოლიეთი ანუ ზღვისპირდა ზოლი აქვს, გამოდის, რომ სტიქიის შემთხვევაში პრობლემები გარდაუვალია…
_ არა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ, როგორც იცით, გუშინვე გამოაცხადა მობილიზაცია. სპეციალური დანაყოფები, რომლებიც ბათუმსა და თბილისში არიან, მზად არიან შეტყობინებისთანავე დაგვეხმარონ. პანიკის საფუძველი ნამდვილად არ გაქვს, – აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ბოლქვაძემ.