როგორც “გურია ნიუსს” ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში უთხრეს, გზის გაწმენდითი სამუშაოები მალე დაიწყება.
ამ დროისთვის გურიის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში 19 გამოძახებაა დაფიქსირებული.
_ შეტყობინებების უმეტესობა შეკვეთილიდან და ურეკიდანაა, სადაც სასტუმროები და საცხოვრებელი სახლებია დატბორილი. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, მთელი შემადგენლობით მუშაობს და ყველა გამოძახებაზე რეაგირებას ვახდენთ, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას გურიის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, შალვა ბოლქვაძემ.