თავად გოგა გეგეჭკორი ამ ფაქტს ჩვენთან საუბრისას არ ადასტურებს, მაგრამ რამდენიმე ადამიანმა დაგვიდასტურა, რომ ის ნამდვილად იმყოფებოდა ბურჯანაძის შეხვედრაზე.
_ ბატონო გოგა, ნინო ბურჯანაძის მხარდამჭერი გახდით თუ პარტიაში გაწევრიანდით?
_ არც ერთი და არც _ მეორე. მე მონარქისტი კაცი ვარ და საპრეზიდენტო არჩევნებში არ ვერევი საერთოდ.
_ გვითხრეს, რომ ლიხაურში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარესთან, ლადო სურგულაძესთან ერთად იყავით.
_ ლადო კი, მე მგონი, ნინო ბურჯანაძის შტაბში მუშაობს.
ჩვენი წყაროს ინფორმაციით, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი დამფუძნებელი, ლადო სურგულაძე ნინო ბურჯანაძის მხარდამჭერი გახდა.
ლადო სურგულაძე: _ მე მონარქისტი კაცი ვარ და თავის დროზე იმიტომ ვიყავი ნაციონალებში, სხვა სიტუაცია იყო მაშინ. მე პარტიის წევრი არ ვარ, უბრალოდ, ვეხმარები ნინო ბურჯანაძეს. მომწონს მისი პოზიცია და ვფიქრობ, ქალბატონი ნინოს საქმიანობა წაადგება გურიას.
_ კიდევ ერთ მონარქისტზე მინდა გკითხოთ. როგორც ვიცი, ლიხაურში ნინო ბურჯანაძის შეხვედრას თქვენი მეგობარი, გოგა გეგეჭკორიც ესწრებოდა.
_ მე და გოგა გეგეჭკორი ვართ მეგობრები და მოვდივართ ეროვნული მოძრაობიდან. გოგას თავისი შეხედულებები აქვს. ხომ შეუძლია პოლიტიკოსს ან უბრალოდ მოქალაქეს, დაესწროს სხვადასხვა შეხვედრებს? – გვითხრა ლადო სურგულაძემ.