საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის დავით ონოფრიშვილის განცხადებით, უმრავლესობა ამ ვეტოებს დაძლევს, რადგან არც ერთი მისი წევრი პრეზიდენტის შენიშვნებს არ ითვალისწინებს.
“საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტმა განიხილა მთელი რიგი საკითხები. ერთი იყო პრეზიდენტის ვეტოს დაძლევასთან დაკავშირებით. იყო მსჯელობა და დებატები, რომელიც გაგრძელდება პლენარულ სესიაზე. ძირითად შემთხვევებში, ეს ვეტოები იქნება დაძლეული, რადგან არავინ ითვალისწინებს უმრავლესობიდან პრეზიდენტის შენიშვნებს, რადგან მას რეალური საფუძველი არ გააჩნია,” _ განაცხადა “საფინანსო საბიუჯეტო კომისიის” თავმჯდომარემ დავით ონოფრიშვილმა.