კუკავამ ტელეკომპანია “კავკასიის” ეთერში განაცხადა, რომ დეპუტატების საჯარიმო დავალიანებებს საგზაო წესების დარღვევისთვის, სახელმწიფო ფარავს. ნუკრი ქანთარია აცხადებს, რომ საჯარიმო ქვითრებს საგზაო წესების დარღვევისთვის თავად იხდის და ამის დამადასტურებელი ქვითრებიც არსებობს.
“ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან რაც კი ჯარიმები მქონდა, ყველა საკუთარი ხარჯებით მაქვს დაფარული. ვისაც ეს საკითხი აინტერესებს, ამის მარტივად დადგენა შეიძლება. ვინც ვარღვევთ, ვიხდით. თქვენ რა გსურთ _ ქვითრები შევაგროვოთ და გავუგზავნოთ?” _ აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია.