“დღეს, საქართველოში უმწვავესად დგას დემოგრაფიული პრობლემა. ოჯახები თავს იკავებენ შვილის გაჩენაზე, რაც განპირობებულია მძიმე სოციალური ფონით და უარყოფითად აისახება ქვეყნის დემოგრაფიულ მდგომარეობაზე. აუცილებელია სახელმწიფოს ზრუნვა და ფართომასშტაბიანი პროგრამების განხორციელება, რომელიც ორიენტირებული იქნება მრავალშვილიანი ოჯახების სოციალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. მით უფრო, რომ მრავალშვილიანი ოჯახების უმეტესი ნაწილი, სოციალურად დაუცველთა კატეგორიას განეკუთვნება. მძიმეა მათი ეკონომიკური და ყოფითი პირობები. ასეთი კატეგორიის ოჯახები უსახსრობისა და შემოსავლების უქონლობის გამო ვერ აგვარებენ ოჯახთან, ბავშვებთან დაკავშირებულ ელემენტარულ პრობლემებს და ვერ ღებულობენ სათანადო განათლებას,” _ ნათქვამია საკრებულოს დადგენილებაში.
პროგრამა ხუთი და მეტშვილიანი ოჯახებისათვის (უმცროსი შვილის 18 წლის შესრულებამდე) წელიწადში ერთხელ 2000 ლარიან დახმარებას ითვალისწინებს.
ამისათვის ბავშვების მამა უნდა იყოს ფოთის მკვიდრი ან ფოთში რეგისტრირებული დევნილი, რომელიც ფოთში ცხოვრობს არანაკლებ ერთი წლის განმავლობაში.