მათ ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ორგანიზაციის წევრებთან, ჟურნალისტებთან და დაინტერესებულ პირებთან შეხვედრა გამართეს.
შეხვედრაზე ცნობილი გახდა, რომ დასუფთავების აქცია სამეგრელოში 20–21 სექტემბერს გაიმართება, რომლის ფარგლებში ამ აქციას ზუგდიდში, ჩხოროწყუში, წალენჯიხაში და მესტიაში გამართავენ.
ორგანიზაციის ხელმძღვანელები აცხადებენ, რომ აქციის მთავარი მიზანია ტერიტორიების ნარჩენებისგან დასუფთავება და მოსახლეობაში პასუხისმგებლობის გრძნობის ჩამოყალიბება, რათა მოქალაქეებმა თავადაც იზრუნონ გარემოზე.
ნინო ჩხობაძის განცხადებით, ორგანიზაციამ აქციის _ “დაასუფთავე საქართველო”, ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით 60 ჰექტარი მიწის ფართობი დაასუფთავა და პროექტის მეორე ფაზაშიც იგივე ოდენობის ტერიტორიის დასუფთავებას გეგმავს.
აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს დახმარებას დაჰპირდა “ზუგდიდდასუფთავების” სამსახურიც.