განაცხადა, რომ მას თითქმის გადაწყვეტილი აქვს, ვინ იქნება მისი მემკვიდრე პრემიერ მინისტრის პოსტზე, თუმცა, საბოლოო გადაწყვეტილება პარტნიორებს უნდა შეუთანხმოს.
რადიო “თავისუფლება”: _ დაბოლოს, ბატონო ბიძინა, ცოტა დრო გავიდა თქვენი ბოლო პრესკონფერენციიდან, მაგრამ მაინც გკითხავთ, ხომ არ გადაგიწყვეტიათ, თუ ვინ იქნება თქვენი მემკვიდრე პრემიერ-მინისტრის პოსტზე?
ბიძინა ივანიშვილი: _ არა, ჯერ ადრეა. მე თითქმის გადაწყვეტილი მაქვს, მაგრამ ეს პარტნიორებს უნდა შევუთანხმო. მე ერთი კაცი არ გადავწყვეტ ამას, ჩემი ეს ვარიანტი პოლიტიკურ საბჭოსაც, პარლამენტსაც და მთავრობასაც უნდა შევუთანხმო. და ასეთ შემთხვევაში და უფრო გვიან, როდესაც დავიწყებ შეთანხმებას, საზოგადოებაც გაიგებს. ახლა რაც მიდის საქართველოში, ეს გახლავთ საპრეზიდენტო არჩევნები და აქ უნდა გადავიტანოთ ძირითადი აქცენტები და არა იმაზე, თუ ვინ იქნება [მომავალი] პრემიერი, _ განაცხადა პრემიერმა.