და დოკუმენტაციის მოწოდება მოითხოვა.
მოძრაობა “საქართველოს არწივი” გეგმავს უახლოეს ხანებში სხვადასხვა ინიციატივებით შევიდეს საქართველოს მთავრობაში, სწორედ ამიტომ მოძრაობის პრეზიდენტმა დევნილთა მინისტრისგან შემდეგი დოკუმენტები მოითხოვა:
– 2008 წლის 22 ოქტომბერს ბრიუსელის კონფერენციაზე დევნილთა პრობლემებისათვის 2 მილიარდი დოლარის გამოყოფის შესახებ დონორთა მიერ მიღებული გადაწყვეტილება (დოკუმენტი);
– დონორი ქვეყნების ჩამონათვალი, ყოველი მათგანის მიერ დაპირებული და გაწეული თანხების ჩვენებით;
– კომპენსაციის გაცემის საფუძველი (მთავრობის დადგენილება), ვის ჰქონდა დაკისრებული კომპენსაციის დარიგება;
– 2008 წლის ოქტომბრიდან 2012 წლის ჩათვლით კონტროლის პალატის მიერ ლტოლვილთა მიერ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროში ჩატარებული რევიზიის აქტების ასლები.
– ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს წესდება;
– მინისტრების და მათი მოადგილეების, დეპარტამენტის უფროსების და მათი მოადგილეების, 2008 წლის ოქტომბრიდან 2012 წლის ბოლომდე დარიცხული პრემიები;
– კ. სუბელიანის დანიშვნა-გათავისუფლების ბრძანებები.
განცხადების შეტანის შემდეგ მოძრაობის პრეზიდენტმა კომენტარი გააკეთა:
გელა მებონია:–რამდენიმე ხნის წინ მოძრაობა “საქართველოს არწივი” შეხვდა დარახველიძის მოადგილეს, ბატონ ფაცაციას. შეხვედრაზე განვიხილეთ დევნილთა ყოფა და დავაფიქსირეთ ჩვენი ხედვა თუ რა უნდა გაკეთდეს, რომ დევნილების მძიმე მდგომარეობა გამოსწორდეს. დღეს განცხადებით მივმართეთ მინისტრს და იმედს ვიტოვებთ ჩვენს მოთხოვნას უყურადღებოდ არ დატოვებენ. პასუხს უახლოეს დღეებში ველოდებით.
(R)