ფილმის გადაღება ილია ჭავჭავაძის მკვლელობის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმისა და სხვადასხვა მნიშვნელოვანი დოკუმენტების მიხედვით მიმდინარეობს. აღნიშნული საქმე შსს-ს არქივშია დაცული და 11 ტომს მოიცავს.
როგორც ფილმზე მომუშავე გუნდში ამბობენ საზოგადოება შსს-ს არქივის მიერ გადაღებული ფილმის ხილვის შემდეგ ილიას მკვლელობის სრულიად ახალ ვერსიას გაეცნობა, რაც ისტორიკოსებისა და მკვლევარების მოსაზრებებით იქნება გამყარებული.
ფილმის გადაღება თბილისსა და მის შემოგარენში ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდება.