“ჩვენ მოვინახულეთ ვანო მერაბიშვილი. ეს შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის, რადგან შევეცადეთ გაგვეგო ის ლოგიკა, თუ რატომ არის ის დაკავებული. ჩვენთვის ეს ძალიან რთული გასაგებია, რადგან მისი დაკავება უნდა იყოს ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში და უზრუნველყოფილი, რომ მას ევროპული სტანდარტების შესაბამისად ეპყრობიან. ამაში ვგულისხმობ იმას, რომ მერაბიშვილი დროულად წარსდგეს სასამართლოს წინაშე და აგოს პასუხი, როგორც ეს უნდა იყოს ნებისმიერ საზოგადოებაში, სადაც არის კანონის უზენაესობა. ვითვალისწინებთ იმას, რომ საქართველოს სურს გახდეს ევროკავშირის წევრი, ეს არ არის საქართველოსთვის კარგი და მიზანშეწონილი ამ მხრივ. თვითონ ის ფაქტი, რომ 4500 მოწმე არის დასაკითხი, ესეც საკმაოდ უცნაურია. ვურჩევ საქართველოს მთავრობას, რომ გამოასწოროს ეს სიტუაცია”, – განაცხადა ჰოკმარკმა.
ცნობისთი, სასჯელაღსრულების #9 დაწესებულებაში დღეს ვანო მერაბიშვილი მოინახულეს ევროპის სახალხო პარტიის ფრაქციის წარმომადგენლებმა – გუნარ ჰოკმარკმა, კრჟიშტოფ ლისეკმა, ტრაიან უნგურეანუმ, ლაიმა ანდრიკიენემ და ინესე ვაიდერემ.