გარდა ამისა, თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება დაეკისრება ყველა საჯარო სამართლის იურიდიული პირის (გარდა რელიგიური, კულტურული, საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობისთვის შექმნილი ორგანიზაციებისა) ხელმძღვანელს და მათ მოადგილეებს, აგრეთვე სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული არაკომერციული იურიდიული პირის და იმ საწარმოს ხელმძღვანელს, რომლის აქციათა ან წილის 100%-ს ფლობს სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო.
კანონპროექტზე თანდართულ განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ ცვლილებების მომზადება განაპირობა საჯარო სამსახურის სფეროში ანტიკორუფციული ღონისძიებების გატარების მიზნით გამჭირვალობის ხარისხის ამაღლების და ქვეყნის მიერ ამ მიმართულებით აღებული საერთაშორისო ვარლდებულებების საჭიროებამ.
ინიციატივის ავტორია იუსტიციის სამინისტროა და კანონპროექტი პარლამენტს უკვე წარედგინა.