აქციის მონაწილეები თვეების განმავლობაში გაუცემელ ხელფასებს ითხოვენ. მათი თქმით, ანაზღაურება ყოველი თვის 15 რიცხვში უნდა ჩარიცხოდათ. თუმცა, კომპანია “ბორან მაინინგს” ხელფასი უკვე სამ თვეზე მეტია არ გაუცია.
აქციის მონაწილეები ხელფასების კვლავ გაუცემლობის შემთხვევაში, სამუშაოების შეწყვეტით და მაგისტრალის გადაკეტვით იმუქრებიან. მათ ამის შესახებ წერილობით პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილსაც მიმართეს.
“ბორან მაინინგს” ხელფასი უკვე სამ თვეზე მეტია არ მოუცია. თუ ხელფასები არ იქნება, შემოვლითი გზის იმ მონაკვეთს გადავკეტავთ, სადაც მშენებლობა მიდის და მუშაობას გავაჩერებთ”, _ ამბობენ მძღოლები.