დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები გორის და ქარელის რაიონის სოფლების – დიდი ხურვალეთის, დიცის და დვანის მოსახლეობას შეხვდნენ და რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ მავთულხლართების და ღობეების უკანონო მონტაჟის შედეგად შექმნილ ვითარებას ადგილზე გაეცნენ.
აშშ-ის ელჩმა საქართველოში რიჩარდ ნორლანდმა არსებული ვითარება ბერლინის კედელს შეადარა.
“ეს მაგონებს ბერლინის კედელს,როდესაც ხელოვნურად აღმართული ბარიერებით ხელის შეშლა ხდება, ადამიანები ვერ ახერხებენ თავის მინდვერებზე და თავის წინაპრების საფლავებზე გასვლას,” _ აღნიშნა ნორლანდმა.
ამავე ვიზიტის ფარგლებში ჩეხეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ივან იესტრჟაბმა განაცხადა, რომ “ეს არის ქმედება, რომელიც ხალხს გადაადგილებას უკრძალავს და ერთამენთს აშორებს, მავთულხლართების გავლებით ადგილობრივი მაცხოვრებლების საკუთრების უფლება ირღვევა”.
ოკუპაციის ხაზის მიმდებარე სოფლებში მიმდინარე პროცესებს საქართველოში ევროკავშირის ელჩმა ფილიპ დიმიტროვმა “ჰუმანიტარული დრამა” უწოდა.