_ბატონო ცეზარ, არსებობს ასეთი თეორია და პრაქტიკაც, რომ წინა ხელისუფლების დროს თუ მთავრობასთან დაახლოებული პირი არ იყავი, ისე ვერც ბიზნესს გააკეთებდი და ვერც ფულს იშოვნიდი. ამას დღეს ის ბიზნესმენები ლაპარაკობენ, რომლებიც ერთ დროს “ნაცმოძრობის” შემომწირველები იყვნენ… თქვენს შემთხვევაში რამე სხვანაირად ხდებოდა?
_ ადამიანს ნებისმიერ მთავრობასთან, მითუმეტეს პოსტაბჭოთა სივრცეში, ყველგან აქვს პრობლემა. გააჩნია, როგორ მუშაობ. შენ თუ სუფთად მუშაობ, ნაკლები პრობლემა გაქვს, მაგრამ თუ რამეზე გამოგიჭირეს, შეიძლება გადაგაყოლონ კიდეც. არ ვამბობ იმას, რომ ყველაფერი იდეალურად იყო და არავინ იჩაგრებოდა. რა თქმა უნდა, იჩაგრებოდა. მე თვითონაც ვარ იმის მოწმე, რომ ჩემი მეგობრები დაიჩაგრნენ და საპროცესოები მე თვითონ მაქვს გადახდილი. ერთ-ერთი გურულია სხვათა შორის. ჩემი მამიდაშვილიც იყო მაგ სიტუაციაში მოხვედრილი.
თუ წინა ხელისუფლებაში ვაშავებდით ჩემი ჩათვლით, თქვენ მაინც ნუ დააშავებთ, სამართლიანობის ლოზუნგით რომ ხარ მოსულები. ეს ხალხი, ვინც ჩვენს წინააღმდეგ კერავს საქმეებს, მუშაობენ ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ, რადგან ამათი ქმედებით მარტო “ბერტაში” უმუშევარი დარჩა 600 კაცამდე, 200-ზე მეტი შპალის ქარხანაში და ბიუჯეტი კარგავს გადასახადებს. დღეს, ჩვენს ქარხნებში დარჩენილია დაახლოებით 4000 კაცი და ახლა ამათაც უმუშევრობა ემუქრებათ. ჩემს ძმას, თავის საკუთარ ქარხანაში ხელფასი აქვს 10 000 ლარი და დაქირავებულ დირექტორს -18 000. თავისი ხელით ააშენა ყველაფერი და ვისაც ამის უნარი აქვს და ჩვენ ნამდვილად გვაქვს, კიდევ ააშენებს…
მე ერთ პატარა მაგალითს გეტყვით. 60 მილიონი გვქონდა მე, ჩემს ძმას და ჩემს მეგობარს გუბერნატორი სანამ გავხდებოდი. აქედან დავიწყებდი (საუბარია საბურთალოს ტერიტორიაზე. ავტ) და პარლამენტის შენობამდე ყველა კომერციულ ფართს ვიყიდდი ისე, რომ ვერავინ გაიგებდა, საიდან და როგორ მქონდა ეს ყველაფერი. დავჯდებოდი სახლში მშვიდად და ბედნიერად. თუ არადა, დავდებდი ბანკში და ყოველწლიურად 6 მილიონი გამოვიდოდა 3 კაცზე. ასე რომ მოვქცეულიყავი, უფრო მაგარი კაცი ვიქნებოდი?!
ის, რაც დღეს ჩვენთან დაკავშირებით ხდება, პირველ რიგში ურტყამს სახელმწიფოს და ხალხს, სადღაც შორეულ კუთხეში, შეიძლება ჩვენც…
რა ურთიერთობები აკავშირებს ცეზარ ჩოჩელს ვანო მერაბიშვილთან, სად დადიოდნენ ისინი სპეცრაზმელებთან ერთად და რამდენი ნაბიჯს ითვლის ყოფილი გუბერნატორი კაცობიდან არაკაცობამდე. ამის შესახებ რამდენიმე წუთში ჩვენი ვებგვერდიდან შეიტყობთ.