აღნიშნულ ფაქტს და ინფორმაციას გიორგი მარგველაშვილის მხარდამჭერი და დარბაზის ერთერთი დამფუძნებელი გელა კობალაძე ადასტურებს და “გურია ნიუსთან” აღნიშნავს, რომ დარბაზის მხარდამჭერები ქალაქის ცენტრში, ერთ-ერთ შენობაში გადავლენ, რადგან მისი განცხადებით ოფისში არაკომფორტული გარემო იყო.
“არ იყო წყალი, კანალიზაცია, იყო შუქის პრობლემა, არა კომფორტული გარემო იყო და გადავწყვიტეთ შევსულიყავით სხვა ალტერნატიულ ფართში, ეს იყო მიზეზი ჩვენი იმ შენობიდან წამოსვლის, სხვა არაფერი. ჯერ გადაწყვეტილი არ გვაქვს, კონკრეტულად სად შევალთ, თუმცა საუბარია ქალაქის ცენტრში, ერთერთ შენობაზე, სადაც საბავშვო ცენტრი იყო გახსნილი ადრე, ალბათ საღამოსთვის გადაწყდება ზუსტად. მიდის მოლაპარაკება რამდენად გვეყოფა აღნიშნული ფართი”, _ გვითხრა გელა კობალაძემ.