_ უნდა მიიღონ თუ არა ქართველმა სპორტსმენებმა მონაწილეობა სოჭის ოლიმპიადაზე?
_ თქვენ მითხარით, რომ ერთი შეკითხვა მაქვსო. ერთი კი არა, ეს ძალიან რთული შეკითხვა მითხარით. როდესაც ეს გავიგე და ატყდა ბუმი, პირველი ჩემი რეაქცია იყო, რა თქმა უნდა – არა! როგორ შეიძლება ასეთი საკითხი გადაწყვიტო უცბად, არავითარ შემთხვევაში. უნდა დავფიქრდეთ, უნდა გავჩერდეთ, რა ჯობია, როგორ მოვიქცეთ. ის კაცი, რომელიც ბომბებს ისროდა და ის ანთებს ახლა ჩირაღდანს, ეს ჩვენ გვითხრა, თუ საერთო მესიჯი გაუგზავნა ყველას?! არ ვიცით, დავფიქრდეთ. ჩვენ უარს, რომ ვამბობთ, ვის ვეუბნებით უარს იმათ თუ მთელ მსოფლიოს?!
_ ინფორმაცია გავრცელდა, რომ ერთ-ერთი მეჩირაღდე სოსო პავლიაშვილია…
_ არ გამიგია, პირველად მესმის. რატომ? მაშინ თუ პავლიაშვილია ვაშა დავიძახოთ ქართველს მისცეს ამის უფლება. მოკლედ, ეს საფიქრალი ამბავია. და საერთოდ, რაც ხდება არაფერი შემთხვევით არ ხდება. რაღაცა გზავნილია და ამ გზავნილზე ზუსტი პასუხი უნდა გავცეთ.