“მართალია უკვე არსებობს ვაჟას სახელობის პრემია ლიტერატურის დარგში, მაგრამ ეს არ არის სახელმწიფო დონეზე აყვანილი. გთავაზობთ დღეიდან დავიწყოთ პოლემიკა, თუ როგორი უნდა იყოს ვაჟას სახელობის პრემია, აუცილებელია, რომ ის უნდა იყოს სახელმწიფო დონეზე აყვანილი ლიტერატურის, ან ჰუმანიზმის დარგში, უმჯობესია ორივე ერთად იყოს. ამაზე სპეციალისტები იმუშავებენ”, _ განაცხადა ივანიშვილმა.
პრემიერი დღეს ვაჟას სამუშაო ოთახში ქართველ მწერლებს და პოეტებს შეხვდა.