თვითმხილველთა განცხადებით N 60 საარჩევნო უბნის ერთ-ერთი კომისიის წევრმა, რომელიც სკოლის მასწავლებელია, მოსწავლეებს საარჩევნო ფლაერების დარიგება დაავალა. ისინი კი აღნიშნულ საქმიანობას საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე ახორციელებდნენ.
აღნიშნულ ფაქტზე საჩივარი ნინო ბურჯანაძის შტაბის წევრებმა უკვე შეადგინეს საოლქო კომისიაში წარსადგენად.
ასევე დარვევა დაფიქსირდა ქუთაისი N 40 საარჩევნო უბანზეც სადაც, ამომრჩეველი ხმის მიცემას მეორედ ცდილობდა. თუმცა მოგვიანებით მისი საქციელი ასე განმარტა-
“ერთ-ერთ უბანზე დამკვირვებელი ვიყავი და მარკირების პროცესის დროს მარკირების სითხე შემთხვევით გადამესხა”, _ განაცხადა ამომრჩევლემა.
თუმცა, მას ხმის მიცემის საშუალება მეორედ აღარ მიეცა.