ეს განცხადება აზარაშვილმა იმ კითხვის საპასუხოდ გააკეთა, დაარღვია თუ არა კანონი წულუკიანმა და ივანიშვილმა, რომლებმაც საკუთარი არჩევანი ღიად დააფიქსირეს.
“კანონით იკრძალება ნებისმიერი აგიტაცია არჩევნების დღეს უბნის შიგნით. ამასთან, აკრძალულია ნებისმიერი რეკლამა, თუმცა ის განცხადებები, რაც პრემიერმა და იუსტიციის მინისტრმა გააკეთეს არჩევანის დაფიქსირების შემდეგ, არის თუ არა აგიტაცია, ამის შესახებ კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას უნდა მიმართოთ”, _ განუცხადა ჟრნალისტებს აზარაშვილმა.
“საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” ხელმძღვანელ ეკა გიგაურის განცხადებით კი, “თუ პრემიერ–მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა და იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განცხადება იმის შესახებ, რომ გიორგი მარგველაშვილს მისცეს ხმა, საარჩევნო უბნის გარეთ გააკეთეს, მაშინ ეს აგიტაციად არ ჩაითვლება და შესაბამისად, მათ კანონი არ დაურღვევიათ”.
აღსანიშნავია, რომ პრემიერის მსგავსად, საკუთარი არჩევანის შესახებ კომენტარი იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმაც გააკეთა და აღნიშნა, რომ ხმა ასევე გიორგი მარგველაშვილს მისცა.