მინაშვილმა #19 საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის შემდეგ განაცხადა, რომ ხელისუფლება არჩევნების რეალური შედეგების შეცვალს ცდილობს, რათა საკუთარი კანდიდატი გამარჯვებულად პირველივე ტურში გამოაცხადოს.
“არჩვენები სულ რამდენიმე საათის დაწყებულია და როგორც გვაქვს ინფორმაცია, ძალიან სერიოზული დარღვევებით მიმდინარეობს, რაც ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლება ცდილობს შეცვალოს ის შედეგი რომელიც საზოგადოებაში რეალურად არსებობს. მოლოდინი იმის შესახებ, რომ “ქართული ოცნება” პირველ ტურში გაიმარჯვებს, არის მხოლოდ მითი, ეს კარგად იკვეთება და სწორედ ამიტომ არის არჩევნების შედეგების შეცვლის მცდელობა არა მხოლოდ თბილისში, არამედ რეგიონებშიც”,_ აღნიშნა მინაშვილმა.