“სასამართლო მოუწოდებს მხარეებს თავი შეიკავონ მოსამართლის ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახველი განცხადებებისაგან, რათა თავიდან იქნას აცილებული კანონსაწინაამდეგო ქმედება. სასამართლო გადაწყვეტილებას იღებს შეჯიბრობითობისა და თანასწორობის პრინციპით, მხარეთა დასაბუთებულობისა და საქმის კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით.
სასამართლო გადაწყვეტილებით უკმაყოფილო მხარეთა მიერ, მით უფრო კონკრეტული პოლიტიკური ძალებისგან არაკორექტული, დაუსაბუთებელი და უსაფუძვლო კრიტიკა, რაც თავის მხრივ საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეში დარღვევაა, სასამართლოს მხრიდან მიიჩნევა საქმიანობაში უხეშ ჩარევად და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობად. ამასთანავე, მასალები ადვოკატის მხრიდან კონკრეტული მოსამართლის მისამართით გაკეთებულ უხამს განცხადებებთან დაკავშირებით, შემდგომი რეაგირების მიზნით, გადაეგზავნება საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიას. სასამართლო შეგახსენეთ, რომ საქართველოს სსკ 366-მუხლის თანახმად: სასამართლოს უპატივცემულობა, რაც გამოიხატა სამართალწარმოების მონაწილის შეურაცხყოფით, წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს.
სასამართლო ხელისუფლება კვლავაც განუხრელად დაიცავს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის პრინციპს და ვერანაირი მცდელობა მისი დისკრედიტაციისა ვერ მოახდენს გავლენას სასამართლოს საქმიანობაზე.”