“ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის“ თავმჯდომარე ეკა ბესელიას განცხადებით, არსებობენ მოსამართლეები, რომლებსაც მათ მიერ წლების განმავლობაში მიღებული გადაწყვეტილებების გამო ნდობა არ აქვთ.
ამიტომ, ასეთი ადამიანების უვადოდ, ყოველგვარი წინაპირობის გარეშე დანიშვნა, არც მორალური, არც სამართლებრივი და არც სხვა რაიმე სტანდარტის შესაბამისად არ იქნება გამართლებული.
“მოსამართლეები, რომელთაც არ აქვთ მაღალი ნდობა, მათ მიერ განვლილ წლებში მიღებული გადაწყვეტილებებიდან გამომდინარე, მათი უვადოდ განწესება არ იქნებოდა გამართლებული არც მორალურად, არც სამართლებრივად და არც სხვა ნებისმიერი სტანდარტით.
ამიტომ, ჩვენ ვთქვით, რომ იყოს გამოსაცდელი ვადა, რომლის დროსაც მოსამართლე გამოავლენს ყველა იმ თვისებას რაც აუცილებელია, მისი უვადოდ განწესებისთვის ამის მერე მიიღოს იუსტიციის საბჭომ გადაწყვეტილება. ამიტომაც, ვეტო დავძლიეთ და დარჩა ის კანონი, რომელიც ჩვენ მივიღეთ,” _ განაცხადა ეკა ბესელიამ.
შეგახსენებთ, რომ “საერთო სასამართლოების შესახებ” კანონპროექტს, რომელიც მოსამართლეთა 3 წლიანი გამოსაცდელი ვადის შემდეგ უვადოდ დანიშვნას ითვალისწინებდა, მიხეილ სააკშვილმა ვეტო დაადო. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნას ყოველგვარი გამოსაცდელი ვადის გარეშე მოითხოვს