ყრილობაზე მმართველი პარტია შეფასებას მისცემს დღემდე განვლილ პერიოდს და მიღებული იქნება გადაწყვეტილებები საკადრო ცვლილებაში.
“ავირჩევთ ახალ თავმჯდომარეს, პატრია თვისობრივად და ხარისხობრივად განახლდება და ქართულ პოლიტიკაში შემოვა ჯერ კიდევ საქართველოს პოლიტიკური ცნობიერებისთვის უცნობი მმართველი პოლიტიკური ძალა.”
ახვლედიანის განცხადებით, 24 ნოემბერს ყრილობის ჩატარება სიმბოლურია, რადგან სწორედ ამ დღეს ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან წავა.
პარტიის მდივანმა აღნიშნა, რომ 27 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ქვეყანა შედის სოციალური, პოლიტიკური და ეკონომიური განვითარების სივრცეში, სწორედ ამიტომ ქვეყნის ახალ პრემიერს დიდი როლი ეკისრება ყოველდღიურ წინსვლაში. ახვლედიანი დარწმუნებულია, რომ ახალი პრემიერი იქნება მინისტრთა კაბინეტის საუკეთესო წევრი.
აქვე არმაზ ახვლედიანმა შეაფასა საპრეზიდენტო არჩევნები, რომელსაც პოლიტიკური საოცრება უწოდა და განაცხადა:
“როგორც იქნა მოვესწარით! ამ საოცარი ფერების პალიტრაში, რომელიც შემოდგომამ მოგვიტანა, მე ვხედავ არანაკლებ გასაოცარ პალიტრას პოლიტიკური ფერებისა. მართალია, გამარჯვებული ერთია, მაგრამ მიმაჩნია, რომ გაიმარჯვა ფერების პალიტრამ და ამ პალიტრაში ჩვენ ყველა ვართ. საპრეზიდენტო არჩევნებმა აჩვენა, რომ ქვეყანას ჰყავს პირველი პირი და ეს არის საქართველოს რიგირთი მოქალაქე”.