საქართველოს პრეზიდენტის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი 2013 წლის 17 სექტემბერს ხელმოწერილი “საქართველოს მთავრობასა და მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრს შორის თანამშრომლობის შესახებ” შეთანხმება საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა, ევროპასთან ინტეგრაციის და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განიხილეს.
საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეთანხმების მიზანი მხარეთა შორის პარტნიორობისა და თანამშრომლობის ხელშეწყობაა, რაც მიგრაციის ყოველმხრივ მართვას, განსაკუთრებით ლეგალურ და არალეგალურ მიგრაციას, საზღვრის მართვას, სავიზო, ადამიანებით უკანონო ვაჭრობის, დაბრუნებისა და რეადმისიის საკითხებს ითვალისწინებს. კანონმდებლებმა პლენარულ სხდომაზე შეთანხმების რატიფიცირებისთვის გატანას მხარი ერთხმად დაუჭირეს.
საგარეო ურთიერთობათა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტებმა პრეზიდენტის მიერ რაფიტიცირებისთვის წარმოდგენილი 2013 წლის 23 სექტემბერს ხელმოწერილი “საქართველოს მთავრობასა და ლატვიის რესპუბლიკის მთავრობას შორის საიდუმლო ინფორმაციის ერთობლივი დაცვის შესახებ” შეთანხმებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე” ოქმი და 2013 წლის 30 სექტემბერს ხელმოწერილი “საქართველოს მთავრობასა და უნგრეთის რესპუბლიკას შორის სახმელეთო გზებით მგზავრებისა და ტვირთის საერთაშორისო ტრანსპორირების შესახებ” შეთანხმება განიხილეს, რომელსაც მხარი ერთხმად დაუჭირეს.