აკრძალული ნივთის აღმოჩენის საფუძველზე, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტმა საქმის გამოძიება 3781 მეორე მუხლის პირველი ნაწილით დაუყოვნებლივ დაიწყო, რაც აკრძალული საგნის შენახვას ითვალისწინებს.
_ სარეჟიმო ღონისძიებების მიზანი მსჯავრდებულთა უსაფრთხოების დაცვა და დაწესებულებებში კანონდარღვევათა აღკვეთაა. მსგავსი ხასიათის შემოწმება-დათვალიერებას სისტემატური სახე აქვს და ის მომავალშიც გაგრძელდება, _ განმარტავენ სამინისტროში.