საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტის ინფორმაციით, არჩევნები ნიუ იორკში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის 68-ე სესიის ფარგლებში გაიმართა.
გაერო-ს ეკონომიკური და სოციალური საბჭო (ECOSOC) წარმოადგენს გაერო-ს ძირითად ორგანოს, რომელიც შეისწავლის და გასცემს რეკომენდაციებს საერთაშორისო სისტემაში არსებულ ეკონომიკურ, სოციალურ, განათლების, კულტურისა და ჯანდაცვის სფეროებთან დაკავშირებულ საკითხებზე.
_ საქართველო მადლობას უხდის ყველა იმ სახელმწიფოს, ვინც მხარი დაუჭირა საქართველოს კანდიდატურას აღნიშნულ არჩევნებში, _ აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.