“გურია ნიუსთან” საუბრისას ჩუბინიძე ამ ინფორმაციას უარყოფს და ამბობს, რომ მსგავსი შემოთავაზება არ ყოფილა:
_ მსგავსი შემოთავაზება არ ყოფილა და გავრცელებული ინფორმაცია ჩემს შესაძლო გამინისტრებაზე სიმართლეს არ შეესაბამება, _ აღნიშნა ჩუბინიძემ.
შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს, რომლის დასრულების შემდეგ პრემიერ-მინისტრის კანდიდატურა დასახელდება. ჩვენი ინფორმაციით ივანიშვილის შემცვლელად ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურა უკვე გადაწყვეტილია.