“საინტერესოა, ქვეყანაში, სადაც თავი ქრისტიანებად, მართლმადიდებლებად, ტრადიციონალისტებად, საქართველოს წარსულის თაყვანისმცემლებად, პატრიოტებად, ისტორიის მცოდნეებად, ჩვენი კულტურის მადიდებლებად მოგვაქვს… რომ უცებ ერთი ბავშვის ნათლობაზე და ბაგრატიონების ხსენებაზე ატყდა ალიაქოთი და საკმაოდ შეურაცმყოფელი გამონათვქამები, რომლებიც ძირითადად ავლენენ უვიცობას საკუთარი ისტორიისა…
საკვირველია, იმ ქვეყანაში, რომლის დამოუკიდებელობის და სახელმწიფო არსებობის 99 პროცენტს სწორედ მონარქია შეადგენს და დანარჩენი 1 პროცენტს კი ყველაზე მძიმე და წარუმატებელი პერიოდი ჩვენი ისტორიისა: იმპერიის ტყვეობაში, კომუნიზმის ტყვეობაში და ჩვენი პოსტ კომუნისტების ტყვეობაში – რატომ და როგორ ჩნდება ასეთი უარყოფი და დაუსაბუთებელი განწყობა მონარქიის მიმართ, სამეფო ოჯახის მიმართ და, საერთოდ, ქვეყნის წარსულის მიმართ?! ანუ იგივე ჩვენი დამოუკიდებელ სახელმწიფოებრივ არსებობის მიმართ?
ალბათ, დაფიქრება გვმართებს! აქ არ არის ლაპარაკი, რომელ წყობას ავირჩევთ ხვალ და რომელი უფრო წარადგება ქვეყანას, მაგრამ სახელმწიფოში არ შეიძლება ცენზურა უარგუმენტოდ დაწესდეს და უაღრესად მნიშვნელოვანი საკითხის განხილვა აიკრძალოს და დაცინვით გადაიფაროს. საპრეზიდენტოდან საპარლამენტოზე წყობაზე გადასვლა არჩევანის და დებატის გარეშე მოხდა. ამავე დროს, მონარქიაზე თურმე ფიქრიც არ შეიძლება… ნუთუ, ასეთ სტერილურ რეალობაში შეიძლება საზოგადოებრივი თავისუფალი აზრი იშვას?!” _ წერს სოციალურ ქსელში საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი სალომე ზურაბიშვილი.