ცნობისთვის, დღეს, ერთ-ერთი აზერბაიჯანული მედიასაშუალების მიერ გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოს აზერბაიჯანის ხელისუფლების წარმომადგენლები არ არიან მოწვეულნი საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციაზე, რომელიც 2013 წლის 17 ნოემბერს თბილისში გაიმართება.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტის განცხადებით, აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.