_ ახალი გუბერნატორის დანიშვნა გიორგი მარგველაშვილის ინაუგურაციის შემდეგ მოხდება. ახალი კონსტიტუცია ძალაში ამ ფაქტის შემდეგ შედის. მერე უნდა დამტკიცდეს მთავრობა და მთავრობის დამტკიცების შემდეგ შესაძლებელი იქნება დაინიშნოს ახალი გუბერნატორი.
_ ანუ შეიძლება ეს არ მოხდეს 2013 წელს?
_ არა, ნოემბრის ბოლოს ან დეკემბრის დასასწყისში მოხდება ეს ყველაფერი. მთავრობა ნიშნავს გუბერნატორებს. ძველი კანონმდებლობით, ჩვენ ვნახეთ დოკუმენტი, რომელიც წესი გუბერნატორების დამტკიცების და წარდგენის არ არსებობდა. ერთი კაცი ნიშნავდა და ათავისუფლებდა. ამიტომ გარკვეული დებულების შემუშავება მიმდინარეობს. თვის ბოლომდე დებულების პროექტი უკვე გვექნება. ეს ხდება იმის გამო, რომ გუბერნატორს ძალიან მკაფიოდ უნდა განესაზღვროს უფლება-მოვალეობები. პირველ რიგში გუბერნატორის უფლება-მოვალეობა არ უნდა წარმოდგენდეს თვითმმართველობებზე ზემოქმედების განხორციელება