კბილაშვილმა შეაფასა საქართველოს პროკურატურის საქმიანობა განვლილი ერთი წლის განმავლობაში, ისაუბრა მიღწეულ წარმატებებზე, არსებულ ნაკლოვანებებზე და პროკურატურის მუშაკებს გაწეული საქმიანობისათვის მადლობა გადაუხადა.
მან წარმატება უსურვა მომავალ ახალ მთავარ პროკურორს და საქართველოს პროკურატურის ყველა თანამშრომელს.
შეხვედრის ბოლოს არჩილ კბილაშვილმა საქართველოს პროკურატურის საპატიო მუშაკის წოდება მიანიჭა და შესაბამისი სერთიფიკატები გადასცა ღვაწლმოსილ პროკურორებს: ანზორ ლაცუზბაიას, რევაზ ზარანდიას, კონსტანტინე ყიფიანს, ზურაბ გუბელაძეს, ვალერიან იოსავას და მიხეილ ნოზაძეს.