როგორც ცნობილია, საზოგადოებრივი დარბაზის შექმნის იდეა ყოფილ გამგებელსა და ამჯერად შპს “ივერია 7”-ის დამფუძნებელ გია გოთუას ეკუთვნის.
სხდომაზე დადგინდა, თუ რა ფუნქციების მატარებელი შეიძლება იყოს საზოგადოებრივი დარბაზი. საინიციატივო ჯგუფის ყველა წევრი შეთანხმდა იმაზე, რომ საკითხები, რომელიც შეიძლება იყოს საზოგადოებისთვის სასიკეთო და ვერ ხერხდება მათი მხრიდან მოგვარება, უნდა შეძლოს და მოაგვაროს საზოგადოებრივმა დარბაზმა.
დარბაზის ინტერესის სფერო იქნება საზოგადოებისათვის მომსახურება და მეტი საქმის გაკეთება, თუმცა, როგორ უნდა მოემსახუროს ის საზოგადოებას, ან რა საქმეები უნდა გააკეთოს და რა სახსრებით, როცა ამისთვის მოსახლეობას ხელისუფლება ჰყავს დაქირავებული, ჯერ დადგენილი არ არის.