_ჩატარდება თუ არა საჯარო მოხელათა კონკურსი?
_ შეხვედრა იყო ოშაბათს, ესწრებოდა რეგიონალური განვთარების მინისტრი, მოადგილე და დეპარტამენტის დირექტორი ირაკლი მელაშვილო. იყო საუბარი ზოგადად თვითმამრთველობის მოწყობაზე და კონკურსებზე, ძირითადი თემა კონკურსი იყო. ჯერ-ჯერობით მთლიანობაში დაზუსტებული ინფორმაცია ჩატარდება თუ არა კონკურსი არ გაგვაჩნია, ამ საკითხს განიხილავს პარლამენტი გადაწყვეტს და ამ კვირის ბოლოს გვეცოდინება თუ რა ფორმით ჩტარდება კონკურსი. არის სამი ვარიანტი, ესაა წერითი გამოცდა, ტესტირება და გასაუბრება. ამას ჩვენ ადგილზევე გადავწყვეტთ. მუნიციპალიტეტების და საკრებულოების წარმოადგენელთა უმრავლესობა წინაამღდეგი იყო კონკურსის ჩატარების. ერთ თვეში ახალი კანონი შემოდის თვითმმართველობის შესახებ და რეგულაციები მოხდება, თუმცა ჯერ-ჯერობთ ეს საკითხი ღიადაა დარჩენილი.
_კომისიის წევრთა ვინაობა ცნობილია?
_ კომისიის თავჯდომარე ამირან გიგინეიშვილი იქნება, რაც შეეხება წევრებს, მათი ვინაობა განსაზღვრული არ არის. ყოველ შემთხვევაში კომისიის წევრები იქნება ის ხალხი, ვისაც საზოგადოებაში ავტორიტეტი აქვთ. ვინმეს არ შეექმნას იმის ილუზია, რომ კონკურსი ჰარი-არალოზე ჩატარდება, მაგრამ მე პირადად კონკურსის ჩატარების წინაამღდეგი ვარ. მაისში ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებია, ბიუჯეტზე ვმუშაობთ, გარდა ამისა ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს, ძირითადი სამსახურები გასულია სოფლებში სამუშაოდ და მით უმეტეს, მათ მეცადინეობის დრო სად ააქვთ?
რაც შეეხება საკრებულოს თავმჯდომარეს, ამბობს, რომ თუ კანონში ცვლილება არ შევიდა, კონკურსი ოზურგეთში ჩატარდება სამი რაიონის საჯარო მოხელეთათვის 10 ან 15 დეკემბერს
_ბატორო ამირან, ჩატარდება ახლო მომავალში კონკურსი ლანჩხუთში?
_ჩატარდება აბა როგორ?! თუ კანონი არ შეიცვალა მანამდე, კონკურსის ჩაუტარებლობის შემთხვევაში 1 იანვარს არავინ არ იქნება სამსახურში.
_როდისთვის გეგმავთ ტესტირების ჩატარებას?
_სადღაც 10-15 დეკემბრისთვის. ტესტირება გავლილთათვის კი გასაუბრება ლანჩხუთში ჩატარდება.