ღონისძიებას შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე მარიამ ჯაში, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის სამდივნოს უფროსი ჰაიკ ნიკოგოსიანი, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, თამბაქოს კონტროლის ეროვნული კომისიის სამუშაო ჯგუფში შემავალი სამინისტროებისა და არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრებიან.
თამბაქოს კონტროლის სახელმწიფო სტრატეგიის სამოქმედო გეგმისა და სახელმწიფო პროგრამის ძირითადი მიზანია საქართველოს მოსახლეობის ჯანმრთელობის ხელშეწყობა და მისთვის მეტი ჯანმრთელი წლების უზრუნველყოფა თამბაქოს მოხმარების შემცირების და მეორადი კვამლისგან დაცვის გზით.