12:00 საათიდან 15:00 საათამდე გამოირთვება ქვესადგური “ვექტორის”, 35 კილოვატიანი შემყვანი, რის გამოც ზუგდიდის მომსახურეობის ცენტრის 1358 აბონენტს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.
კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, ეკა ურიდიას განცხადებით, აბონენტებს დენის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე აღუდგებათ.