მისივე თქმით, ოზურგეთში აუცილებელია იყოს ერთი კულტურის სახლი. 2014 წლის რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელი პროექტების ნუსხაში კულტურის სახლი უკვე შესულია და პროექტის განხორციელების შემთხვევაში სახელმწიფოს 2 000 000 ლარი დაუჯდება.
“ოზურგეთს არ აქვს კულტურის სახლის შენობა. სოფელ ოზურგეთში არის ერთი შენობა, რომელსაც ჭირდება სარემონტო სამუშაოები და ასევე იქ გვინდა გავაკეთოთ 150 კაციანი დარბაზი.
დროულად უნდა მოხდეს ამ შენობის გადარჩენა. იქ შეიძლება სარეპეტიციო დარბაზები გაკეთდეს, ასევე ჩამოყალიბდეს სხვადასხვა სახის წრე. ასე, რომ ვფიქრობთ, იქ გაკეთდეს კულტურის ცენტრი. დაინიშნება წრიული ავტობუსი, რომელიც სოფელ ოზურგეთიდან ივლის ქალაქში და ყოველ ათ წუთში იქნება. ა
ქედან გამომდინარე არც თანამშრომლებს, პედაგოგებს და ბავშვებს არ ექნებათ არანაირი პრობლემა. არაფერი შორს არ არის სოფელ ოზურგეთის კულტურის სახლი. 2014 წელს გვინდა, რომ ეს საკითხი მოგვარდეს,“ _ განაცხადა შარაშენიძემ.