მოქალაქეებს უკვე აქვთ საშუალება მიიღონ უახლესი ინფორმაცია თბილისის იუსტიციის სახლის სამუშაო გრაფიკის შესახებ, ასევე დასვან მათთვის საურველი ნებისმიერი სახის კითხვა, მომსახურებებისა და სერვისების თაობაზე. სატელეფონო ცენტრი სრული დატვირთვით მუშაობს და მომხმარებელს 24 საათის განმავლობაში მოემსახურება.
შეგახსენებთ, რომ თბილისის იუსტიციის სახლი დღეს არ იმუშავებს. მოქალაქეებს, რომლებსაც აქვთ გადაუდებელი საჭიროება, მიიღონ იუსტიციის სახლის მომსახურება, შესაძლებლობა ექნებათ, რუსთავის იუსტიციის სახლის ფილიალითა და სერვისების განვითარების სააგენტოს მცხეთის ფილიალის მომსახურებით ისარგებლონ. დღეს ორივე ფილიალი საგანგებო რეჟიმში იმუშავებს. მოქალაქეებს, რომლებსაც კონკრეტულად 4 დეკემბერს უწევდათ პასპორტის ან პირადობის მოწმობის მიღება, დოკუმენტების მისაღებად დღეს 15.00 საათიდან უნდა მიმართონ იუსტიციის სახლის გვერდით, დედაენის ბაღში მდებარე “ოფის-ცენტრს”.