დამატებითი ნფორმაციის მიღება შესაძლებელია იუსტიციის სახლის ცხელ ხაზზე 2405405 და საჯარო რეესტრის ცხელ ხაზზე 0800 9009 09 .
შეგახსენებთ, რომ 3 დეკემბერს, ძლიერი ქარის გამო თბილისის იუსტიციის სახლის შესასვლელში, გარე პერიმეტრზე, სახურავი ჩამოიშალა. შენობა ოპერატიულად დაიცალა მოქალაქეებისა და თანამრომლებისაგან. ადგილზე იმყოფებოდა იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, მისი მოადგილეები, საჯარო რეესტრის თავმჯდომარე პაპუნა უგრეხელიძე და იუსტიციის სახლის მენეჯმენტი. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მუშაობდა სამაშველო სამსახური.
იუსტიციის სახლში ამ დროისათვის მუშაობენ ექსპერტები, ასევე, ის იტალიური სამშენებლო კომპანია, რომელმაც სახურავი გააკეთა. სპეციალისტები აფასებენ დაზიანების ხარისხს და იმ საფრთხეებს, თუ რა გავლენა შეიძლება იქონიოს სახურავის გარე დაზიანებამ სახურავის ნაწილზე შენობის შიგნით. ამასთან, შეფასდება, რა დრო სჭირდება ამ დაზიანების აღმოფხვრას.
თბილისის იუსტიციის სახლი მოსახურების გაწევას მაშინვე განაახლებს, როგორც კი დადასტურებით იქნება ცნობილი, რომ მოქალაქეებისა და თანამშრომლების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას პრობლემა არ შეექმნება.
იუსტიციის სახლი ნებისმიერი სიახლის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობებს საზოგადოებას.