“მეოთხე დღეა, შუქი არ გვაქვს, გზაზე “ურალის” მარკის მანქანამ და ტრაქტორმა გაიარა, თუმცა, ჩვეულებრივი მანქანები და მიკროავტობუსები ვერ მოძრაობენ. ხალხი მოუმზადებელი შეხვდა ზამთარს. პურის ფქვილი არავის აქვს, მანდარინის მოსავალზე კი იცით, რა ამბავია. ცუდ დღეშია ხალხი, ტელეფონებიც “დაგვიჯდა”, დენი მაინც აღგვიდგინონ,” _ გვითხრეს მათ.
“გურია ნიუსი” “ენერგო-პრო ჯორჯიას” სერვისცენტრის მენეჯერს, გია ნაკაიძეს დაუკავშირდა. მან გვითხრა, რომ ასკანაში სერიოზული დაზიანებაა და ბრიგადა გასულია. “სავარაუდოდ, დღეს, საღამოს შუქი ექნებათ,” _ აღნიშნა ნაკაიძემ.
რაცშეეხება გზის გაწმენდას, ოზურგეთის გამგებელი კოტე შარაშენიძე ამბობს, რომ ტრაქტორი უკვე წავიდა და გზა გაიწმინდება. ასევე, ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარე ავთანდილ სურგულაძემ “გურია ნიუსთან” საუბარში თქვა, რომ რაიონის ხელმძღვანელობა ყველა სოფლის მიმართულებით ცდილობს გზისა და შუქის საკითხი მოაგვაროს.
“თოვლი მოვიდა, შეფერხებები არის, თუმცა, ჩვენ ერთი წუთით არ ვჩერდებით და ყველას დახმარებას ვცდილობთ,” _ განაცხადა სურგულაძემ.