“პატარები ცალკე გამოვიყვანეთ, რადგან მათი დედა, კლეოპატრა, გამოუცდელობის გამო ბოკვერების მოვლას თავს ვერ ართმევდა, ამას ზამთრის სიცივეებიც დაემატა, რომელიც პატარებისთვის ძალიან საშიშია. ბოკვერები მათთვის სპეციალურად მოწყობილ თბილ ოთახში ბინადრობენ და ჩვენი თანამშრომლების მუდმივი ზედამხედველობის ქვეშ იმყოფებიან.
ძალიან გახარებულები ვართ, ზოოპარკის სახელით ყველას გილოცავთ საქართველოში თეთრი ლომების დაბადებას და იმედი გვაქვს ოთხივე ჯანმრთელი გაიზრდება.
რაც შეეხება ზოგადად თეთრ ლომს, ის ძალიან იშვიათი ცხოველია და ბუნებაში ძირითადად კრიუგერის ნაციონალურ პარკსა და ტიმბავიტის დაცულ ტერიტორიებზე გვხვდებოდა, თუმცა, დღეს ბუნებაში საერთოდ გამქრალია და აღარ ფიქსირდება.
უნდა ითქვას, რომ თეთრი ლომი მსოფლიოს სამოცდაათამდე ზოოპარკში თუ ბინადრობს და საქართველოში მათი გამრავლება ძალიან მნიშვნელოვანია მათი გადარჩენისთვის!” _ აცხადებენ თბილისის ზოოპარკში.