კომპანია წამოადგენს “ჯინდალ ჯგუფში” (ძირითადი მიმართულებები ფოლადის, ქვანახშირის წარმოება, ელექტროენერგეტიკა, საერთო აქტივები 18 მლრდ აშშ დოლარი) შემავალ კომპანიას. იგი ფლობს ნავთობისა და გაზის ძებნა-ძიების და მოპოვების უფლებას 5 სალიცენზიო ბლოკზე: კახეთის, შიდა ქართლის, თბილისისპირა, გურიისა და ზემო აჭარის რეგიონებში.
პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა სტუმრებს ვიზიტისთვის და მომავალში კიდევ უფრო მჭიდრო თანამშრომლობის იმედი გამოთქვა.
“თქვენი კომპანია წარმოადგენს ერთ-ერთ უმსხვილეს მოთამაშეს ნავთობისა და გაზის სფეროში საქართველოში. ჩემთვის ასევე ცნობილია, რომ კომპანია დაინტერესებულია განაგრძოს ინვესტირება საქართველოში და ჩვენ მივესალმებით ამ განზრახვას. ვფიქრობ, იმ ტრადიციებში, რაც ოჯახს, ქვეყნის სიყვარულს და თავისუფლებისთვის ბრძოლას უკავშირდება, ინდოეთს და საქართველოს ბევრი რამ აქვს საერთო”, _ განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა შეხვედრაზე.
შეხვედრა მთავრობის კანცელარიაში გაიმართა და მას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილიც დაესწრო.