2013 წლის ნოემბერში 2013 წლის ოქტომბერთან შედარებით ინდექსის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ სექციებზე: სამთომოპოვებითი მრეწველობა: საანგარიშო პერიოდში ფასები 11,5 პროცენტით გაიზარდა, რაც პროცენტული ცვლილების მთლიან მაჩვენებელში 0,51 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასების 16,5 პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა ქვესექციაზე სამთომოპოვებითი მრეწველობა, სათბობ-ენერგეტიკული სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების გარდა;
დამამუშავებელი მრეწველობა: ფასები შემცირდა 0,6 პროცენტით და შესაბამისად სექციის წვლილმა ინდექსის პროცენტული ცვლილების საერთო მაჩვენებელში -0,50 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასების კლება დაფიქსირდა ქვესექციაზე: ცელულოზა-ქაღალდის მრეწველობა და საგამომცემლო საქმიანობა (-13,5 პროცენტი); ფასები გაიზარდა 0,9 პროცენტით საკვები პროდუქტებისა (სასმელების ჩათვლით) და თამბაქოს წარმოებაზე;
12-თვიან პერიოდში ინდექსის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ სექციებზე: დამამუშავებელი მრეწველობა: საანგარიშო პერიოდში ფასები შემცირდა 5,3 პროცენტით და პროცენტული ცვლილების წლიურ მაჩვენებელში -4,30 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები მნიშვნელოვნად შემცირდა მეტალურგიულ მრეწველობასა და ლითონის მზა ნაწარმის წარმოებაზე (-10,6 პროცენტი). ასევე, ფასებმა დაიკლო საკვები პროდუქტებისა (სასმელების ჩათვლით) და თამბაქოს წარმოებაზე (-4,1 პროცენტი);
ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოება და განაწილება: ფასები შემცირდა 3,7 პროცენტით და შესაბამისად სექციის წვლილმა ინდექსის პროცენტული ცვლილების საერთო მაჩვენებელში -0,50 პროცენტული პუნქტი შეადგინა.