სესიაშვილმა აღნიშნა, რომ აუცილებელია უშიშროების საბჭოს მდივანმა, მოადგილეება და სამსახურების უფროსებმა წარმოადგინონ ქონებრივი დეკლარაცია.
“სამწუხაროდ, უშიშროების საბჭოს მდივანს, მოადგილეებს, სამსახურების უფროსებს და მაღალი თანამდებობის პირებს არ მოეთხოვებოდათ ქონებრივი დეკლარაციის შევსება. ეს ბოკერიას ხელმძღვანელობის დროს, მაგრამ უკვე იმ კვირაში იქნება კანონპროექტის განხილვა და უშიშროების საბჭოს აუცილებლად მოეთხოვება ქონებრივი დეკლარაციის შევსება”.
ირაკლი სესიაშვილმა აღნიშნა, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შიდა საკითხებში არავინ ერევა, თუმცა პოლიტიკური დისციპლინა ყველას მოეთხოვება.
“ჩვენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შიდა საქმეებში არ ვერევით, მეტსაც გეტყვით, ავთანდილ ბერიძეს კანონი არ დაურღვევია, მაგრამ პოლიტიკური დისციპლინა ყველას მოეთხოვება. პარტიის ერთი წევრის შეცდობა ცუდად აისახება მთელ შემადგენლობაზე. ჩვენი მთავრობა ნამდვილად არ აპირებს საკუთარი კომფორტის მოსაწყობად გამოიყენოს ქვეყნის ბიუჯეტი, ჩვენ ამის წინააღმდეგნი ვიყავით ყოველთვის და ვიქნებით კიდეც. იმედი მაქვს ბერიძის მაგალითი გაკვეთილი იქნება სხვებისთვისაც. მერწმუნეთ, ხელისუფლებისა და პარტიის შიგნით ასეთი საკითხების და ქმედებების მიმართ უფრო მწვავე რეაქცია გვაქვს ვიდრე თავად საზოგადოებას”.
სესიაშვილი საუბრის დასასრულს რუსეთის თემასაც შეეხო და აღნიშნა, რომ რუსეთი ცდილობს პოლიტიკური მესიჯებით გაიმყაროს მდგომარეობა, მაგრამ აუცილებლად მოუწევს გააცნობიეროს, რომ დემოკრატია არის მისი ნაწილი, მოუწევს დასავლეთთან თანამშრომლობა და პრობლემების აღმოფხვრა.