ხელშეკრულების თანახმად, რომელსაც ხელს დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, შალვა ტორაძე აწერს, სედანის ტიპის ავტომობილები “ჰიუნდაი ავტო საქართველოსგან” 86 580 ლარად შეიძინეს.
ავტომანქანები 2013 წელს არის გამოშვებული _ 6 სიჩქარიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფით, საჭის ჰიდროგამაძლიერებით, ტონირებული შუშებით, პარკინგ კონტროლით, ღილაკით დაქოქვის ფუნქციით და Ipod-ის შესაერთებელი კაბელით.